Wednesday, June 8, 2011

ვარდი

ვარდისებრთა ოჯახის ეს ულამაზესი წარმომადგენელი დამსახურებულად ითვლება ყვავილების დედოფლად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი ყვავილოვანი კულტურა ვერ დაიკვეხნის ფორმის, ზომისა თუ შეფერილობის ისეთი მრავალფეროვნებით, როგორიც ვარდს აქვს. განუმეორებელი არომატისა და ლამაზი ყვავილის გამო ის კლასიკურ სათაიგულე კულტურად იქცა. 




ცნობილია ვარდის 400-მდე სახეობა და 25 ათასამდე ჯიში. მრავალი მათგანი მრავალსაუკუნოვანი გადარჩევისა და რთული შეჯვარებების შედეგად არის მიღებული. ვარდი სინათლისა და ტენის მოყვარული და საკმაოდ მომთხოვნია, განსაკუთრებით - ზაფხულში, ხოლო მოსვენების პერიოდში, რომელიც ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე გრძელდება, ის მეტისმეტად მგრძნობიარეა ნიადაგის ზედმეტი ტენიანობისადმი. ასე რომ, ვარდი ამ თვალსაზრისით მართლაც დედოფალივით ჭირვეულია.






ვარდისთვის უფრო სასარგებლო დილისა და დღის პირველი ნახევრის მზეა. ხეებისა და შენობების ჩრდილში ის თითქოს უფრო მაღალი იზრდება, მაგრამ ამავე დროს ნაკლებად ფოთლოვანია და ნაკლებ ინტენსიურადაც ყვავილობს. ასეთი მცენარე ზამთარში შეიძლება დაიღუპოს. თუმცა სამხრეთის ქვეყნებში შუადღის მწველი მზეც შეიძლება მისი დაღუპვის მიზეზად იქცეს. ზოგიერთი ჯიშის, მაგალითად, წითელი ვარდის ყვავილები მისი ზემოქმედებით ადვილად იცვლიან შესახედაობას, ჭუჭყის ფერს იღებენ, იწვებიან. ვინაიდან ვარდი მაინც სითბოს მოყვარული მცენარეა, უმჯობესია, მისთვის შევარჩიოთ სათანადო ადგილი, რომელიც კარგად თბება და დაცულია ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარისაგან.Aამავე დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნიადაგის დრენირება. ვარდის ბუჩქი ნორმალურად რომ განვითარდეს, აუცილებელია, დროულად მოიჭრას ფესვთან გაჩენილი ახალი წანაზარდები. ისინი საკმაოდ სწრაფად იზრდებიან და თრგუნავენ მცენარეს.


No comments:

Post a Comment